26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს!
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ეს დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებმა გოჩა ჭუბაბრიამ და ვლადიმერ ხელაძემ, მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ პერფორმანსს დაესწრნენ. ალექსანდრე გოგორიშვილმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა შეკრებილ საზოგადოებას და ყურადღება გაამახვილა ამ დღის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის.
ვანის ტურიზმის ცენტრში მოწყობილი იყო თემატური სივრცე სტუმრებისთვის და საჩუქრები ელოდათ პატარებს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში კონცერტით გაგრძელდა. მასში მონაწილეობდნენ ადგილობრივი, მუნიციპალიტეტში მოღვაწე ჯგუფები და შემსრულებლები. მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა სიმბოლური საჩუქარი გადასცა ვანელ პარაძიუდოისტ საბა ბაღდავაძეს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 81კგ წონით კატეგორიაში, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ ტურნირში.
26 მაისი აღინიშნა სპორტული აქტივობებით – სპორტ-სკოლაში გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთში, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები.
დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისს აღნიშვნა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას უკავშირდება. მაშინდელმა რესპუბლიკამ 1921 წლამდე იარსება. მეორედ კი, 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა.