დასრულდა მინი-ფეხბურთის ტურნირი ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის. ფინალურ მატჩში ერთმანეთს ტობანიერის და დიხაშხოს საფეხბურთო გუნდები შეხვდნენ. თამაში 1:0 დასრულდა ტობანიერის გუნდის გამარჯვებით.
მერიის მიერ დაწესებული თასი გამარჯვებულ გუნდს ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვლადიმერ ხელაძემ გადასცა. მათ ასევე გადაეცემათ ფულადი ჯილდო.
აღნიშნული ჩემპიონატის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია.