0(432) 22 10 34

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური

√ თანამდებობა: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი

√ სახელი,გვარი: მიხეილ სვანაძე

√ დაბადების თარიღი,ადგილი: 1969 წლის 6 მაისი, ქ. ვანი.

√ განათლება: 1975 წელს შევიდა ქ. ვანის გ. ტაბიძის სახელობის N 2 საშუალო სკოლაში,რომელიც დაამთავრა 1985 წელს. 1985 – 1992 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინიჭებული აქვს ინჟინერ – ეკონომისტის კვალიფიკაცია, მშენებლობის ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით. 1992 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ვანის რაიონულ განყოფილებაში ჯერ სპეციალისტად, შემდეგ მთავარ სპეციალისტად, 1995 – 2002 წლებში კი განყოფილების უფროსად. 2005 წლიდან მუშაობდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ვანის მომსახურების ცენტრში ჯერ ოფისის მენეჯერის, შემდეგ ტექნიკოს-ელექტრიკოსის, ხოლო 2012-2014 წლებში უბნის მენეჯერის თანამდებობაზე. 2014 წლის ივლისიდან 2018 წლის თებერვლამდე იყო ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ხოლო 2018 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობს მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსად.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 595096242   ელ.ფოსტა: mixeil.svanadze@vani.gov.ge

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სტრუქტურა