0(432) 22 10 34

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური

თანამდებობა: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი

სახელი, გვარი: მამუკა ნამიჭეიშვილი.

დაბადების თარიღი,ადგილი: 1967 წელი, ვანის რაიონი, სოფელი ზედა ვანი.

განათლება: 1984 წელს დაამთავრა სოფელ ზედა ვანის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო- ეკონომიკურ ფაკულტეტზე. რომლის სრული კურსი, მშენებლობის ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით, დაასრულა 1992 წელს. 1985-87 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

სამუშაო გამოცდილება: სხვადასხვა დროს მუშაობდა ვანის რაიონის ტექნიკური ინვეტარიზაციის ბიუროში ტექნიკოს-ინვენტარიზატორად და ქ. ვანის პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში ოსტატად. 1994-2006 წლებში მუშაობდა ვანის რაიონის ქონების მართვის სამმართველოში განყოფილების უფროსად. 2006 წლიდან 2014 წლამდე ვანის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში მთავარ სპეციალისტად, 2014 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურს.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 591300280  ელ.ფოსტა: m.namicheishvili@vani.gov.ge

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის სტრუქტურა