0(432) 22 10 34

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური

თანამდებობა: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

სახელი,გვარი: ტარიელ ძაგნიძე

დაბადების თარიღი,ადგილი: 1965 წლის 7 ნოემბერi ქ. ბათუმი.

განათლება, სამუშაო გამოცდილება: დაამთავრა ქ.ბათუმის N 1 საჯარო სკოლა,რომელიც დაასრულა 1982 წელს. 1984-1986 წლებში ,სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ სწავლა განაგრძო ქ.ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტზე, პარალელურად დაიწყო მუშაობა N2 ტრესტის ხელვჩაურის სარემონტო სამმართველოში. 1987 წელს გადავიდა „ხელვაჩაურის ერ სე უ“ – ში – მშენებლობის ხელმძღვანელად. 1990 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიენიჭა ინჟინერ – მშენებლის კვალიფიკაცია. ამავე წელს მუშაობა დაიწყო საამშენებლო კომპანია – „ხიდი – 93“- ში მშენებლობის ხელმძღვანელად. 1993 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი საამშენებლო კომპანია „ბანა XX” და 1995-დან1997 წლამდე იყო ამავე კომპანიის დირექტორი. 1997 წლიდან 2004 წლამდე ამავე კომპანიაში იკავებდა მთვარი ინჟინრის პოზიციას. 2004 წლიან 2007 წლამდე მუშაობდა აჭარის ა. რ. დაცვის სპეციალური სამსახურის სამეუნეო განყოფილების უფროსად. 2007 წლიდან 2008 წლის 26 მაისამდე იყო  საკუთარი კომპანია „ბანა”-ს დირექტორი. 2008 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი ახალი საამშენებლო კომპანი შპს „წარაქვი“. 2016 – 2018 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. „თი აი ეი ჯი აუდიესკორტი“ -ში – ინსპექტორად (ექსპერტი). 2018 – 2019 წლებში , სს „ინსტიტუტი IGH“ სააქციო საზოგადოება სამოქალაქო და მშენებლობის კვლევები და განვითარების საკითხებში – იკავაბდა ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინრის პოზიციას. 2020 წლის 10 ივნისიდან 2020წლის  10 აგვისტომდე წლამდე მუშაობდა შ.პ.ს. „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფ“- ში ინჟინერ ინსპექტორად. 2020 წლის 17 აგვისტოდან დღემდე არის ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე , 3 შვილი და 3 შვილისშვილი.

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 598454395   ელ.ფოსტა: besarion.axvlediani@vani.gov.ge

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სტრუქტურა