ვანის მუნიციპალიტეტში, მერიის თანამშრომლობით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურომ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებთან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ მიეღოთ პასუხები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო საკითხებზე.