დღეს ვანის მუნიციპალიტეტის გადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში საზეიმოდ ეკურთხა ღვთისმშობლის შობის სახელზე აგებული ტაძარი .
აღნიშნული ტაძრის მშენებლობა 2014 წელს მღვდელმთავრის კურთხევითა და მრევლის შემოწირულობით დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდა.
ტაძრის კურთხევა აღასრულა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა.
ტაძრის საზეიმო გახსნის ცერემოინიალს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი,მერის მოადგილეები,მოწვეული სტუმრები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.