„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე სოფლების – უხუთის, ზეინდარის, შუაგორას, სალომინაოს და ფერეთას მოსახლეობას შეხვდნენ.
გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უფრო პრიორიტეტული იყო.
ესენია: შიდა საუბნო გზების შეკეთება, გარე განათება, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სასმელი წყლის მილების მიწოდება.