ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, ვანის მასშტაბით არსებული საჯარო და კერძო სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა.
წელს, 15 ვანელი მოსწავლე გახდა წარჩინებულის სტატუსის მქონე.
შუამთის საჯარო სკოლა – გიორგი მინაშვილი .
ამაღლების საჯარო სკოლა – ნანა მესხი ; თეკლა შუბლაძე .
ზეინდრის საჯარო სკოლა – მარიამ ვერულაშვილი .
ისრითის საჯარო სკოლა – სალომე ბუაძე; რევაზ მჟავანაძე; ნათია ერემეიშვილი; ვერონიკა ერემეიშვილი; დავით ჭელიძე.
სალხინოს საჯარო სკოლა – ნინო ძაგნიძე .
მთისძირის საჯარო სკოლა – ვლადიმერ ნიკურაძე ; გიორგი ახობაძე.
ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია – ნინი სვანაძე .
შუა გორას საჯაო სკოლა – ნინი სანიკიანი .
სალომინაოს საჯარო სკოლა – ნანა სანიკიძე.
კურსდამთავრებულებს მერმა მიულოცა სკოლის წარმატებით დასრულება და განათლების მინიშვნელობაზე ესაუბრა.
– გილოცავთ სკოლის დამთავრებას, თქვენ უკვე კარგად გესმით განათლების მინიშვნელობა და მისი აუცილებელი საჭიროება, როგორც თქვენი პირადი ,ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. განათლებული მომავალი თაობა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი სამშობლოს ნათელ მომავალთან. მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის და გისურვებთ წარმატებებს ცხოვრების შემდგომ ეტაპზე. მჯერა რომ თქვენ იქნებით საქართველოს ღირსეული შვილები და ჩვენ კვლავაც არაერთხელ ვიამაყებთ თქვენით.
განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა.
მსგავსი ტიპის ღონისძიება ვანის მერიაში ყოველი სასწავლო წლის დასასრულს იმართება და სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს.
+23
სიღრმისეული ანალიზის ნახვა
პოსტის რეკლამირება
მოწონება
კომენტირება
გაზიარება