→ ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის ვადებისა და მოსაზრებების წარმოდგენის შესახებ
იხილეთ პრიორიტეტების დოკუმენტი მოცემულ ბმულზე ვანის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი
- მოქალაქეთა მიერ მოსაზრებების წარმოდგენის ვადა – 2022 წლის 21 ნოემბრის 18 საათამდე;
- ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოთხი კომისიის გაერთიანებული სხდომა – 2022 წლის 22 ნოემბერი, 14 სთ.;
- ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა – 2022 წლის 22 ნოემბერი, 15 სთ;
- ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა – 2022 წლის 24 ნოემბერი, 12 საათი;
- ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა – 2022 წლის 25 ნოემბერი, 13 საათი;
მოქალაქეებს მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ წერილობით შემდეგ მისამართზე:
ქ. ვანი, თავისუფლების ქუჩა N65, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა; მესამე სართული, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ან ელექტრონულად მისამართზე: vani.mun@gmail.com; vani.sakrebulo@gov.ge
სხდომები გაიმართება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში;
მისამართი: ქ. ვანი, თავისუფლების ქუჩა N65, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული