დღეს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
საზეიმო ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე,მოადგილე მინდია ტაბიძე, ბაღების გაერთიანების დირექტორი გვანცა სიგუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტობანიერის საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები 4 თვის მანძილზე მიმდინარეობდა.ძველი ,დაზიანებული სახურავი შეიცვალა ახლით, შეიღება კედლები, მოეწყო სველი წერტილები, შეიცვალა იატაკი და კატ-ფანჯარა,შედეგად მივიღეთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენებული ბაღის შენობა რომელიც აღჭურვილია ბავშვის აღზრდა- განვითარებისთვის საჭირო ყველა რესურსით.აღსანიშნავია რომ შენობა 70 ბავშვზეა გათვლილი .
დღესვე გამგებელმა ზაზა ხურციძემ და ბაღების გაერთიანების დირექტორმა გვანცა სიგუამ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ახალი ბაღის გახსნა მიულოცეს და საჩუქრად სათამაშოები გადასცეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 33 422 ლარით დაფინანსდა.
ტობანიერის ბაღში განსახორციელებელი დარჩა სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი რაც გარე ფასადის რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას გულისხმობს, აღნიშნულ სამუშშაოებს მუნიციპალიტეტი უკვე მომავალი წლის ბიუჯეტიდან დააფინანსებს.