15 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებთან და ვეტერანებთან ერთად გვირგვინით შეამკო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი.
შეიარაღებული კონფლიქტის დროს ვანის მუნიციპალიტეტიდან 5 ჯარისკაცი დაიღუპა; შოთა ხურციძე, შალვა ტრაპაიძე, დავით დვალიშვილი, ილია გაბუნია და მიხეილ დვალიშვილი.
საუკუნო დიდება ჩვენს საამაყო გმირებს.