26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
დღეს, ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, ვეტერან მებრძოლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის თავდადებული გმირების ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი.
მოგვიანებით, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა შემოქმედებითმა ანსამბლებმა და სკოლის მოსწავლეებმა.
საზეიმო კონცერტს ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა.
+21
All reactions:
26