ვანში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
დღის განმავლობაში ვანის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები და საბავშვო სივრცეები. გაიმართა საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჯგუფებმა “ლეონი“და “არგო”, ირინა ბაირამაშვილმა, მირზა მოდებაძემ, თიკა ჯამბურიამ და ზუკა ხუციშვილმა ბენდთან ერთად.
პროგრამა საზეიმო ფოიერვერკით დაგვირგვინდა.