8 ივლისს 11.00 საათზე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი სხდომა გაიმართება.
მისამართი: ქ.ვანი, თავისუფლების ქუჩა N 65
საკრებულოს სხდომა საჯაროა და შეუძლია ნებისმიერმა დაინტერესებულმა მოქალაქემ დაესწროს.
დღის წესრიგი
- „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის და შრომითი ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე; მომხს.: დავით გაბუნია
- „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე; მომხს.: დავით გაბუნია
- „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე; მომხს.: დავით გაბუნია
- „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე; მომხს: ზვიად კაპანაძე
- „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე; მომხს: ჰამლეტ ნიკოლეიშვილი
- „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე; მომხს: მამუკა ნამიჭეიშვილი
- „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე; მომხს: ხათუნა სოსელია
- „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე; მომხს: ივანე მამფორია
- „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე; მომხს.: მიხეილ სვანაძე
- „ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს N12 ქუჩისათვის ნიკოლოზ აგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის14 ივლისის Nგ-65.65211951 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე; მომხს.: გიორგი ივანიაძე
- „ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა შესახვევებით) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტის განხილვის თაობაზე; მომხს.: გიორგი ივანიაძე
- „ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა შესახვევებით) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტის განხილვის თაობაზე; მომხს.: გიორგი ივანიაძე
- „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, გარდა პოლიტიკური თანამდებობის პირებისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვის თაობაზე. მომხს.: გიორგი ნამიჭეიშვილი






