10 ივნისს 14.00 საათზე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მისამართი: ქ.ვანი, თავისუფლების ქუჩა N 65
საკრებულოს სხდომა საჯაროა და შეუძლია ნებისმიერმა დაინტერესებულმა მოქალაქემ დაესწროს.
დღის წესრიგი:
1.„ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის N9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
მომხს.: გიორგი ივანიაძე
2. „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, გარდა პოლიტიკური თანამდებობის პირებისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს: გიორგი ნამიჭეიშვილი
3. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორის საფეხბურთო ცენტრის დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალების, სტიქიით დაზარალებული, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხს: მამუკა ნამიჭიშვილი






