15 ოქტომბერს 15.00 საათზე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგითი სხდომა გაიმართება.
მისამართი: ქ.ვანი, თავისუფლების ქუჩა N 65
საკრებულოს სხდომა საჯაროა და შეუძლია ნებისმიერმა დაინტერესებულმა მოქალაქემ დაესწროს.
დღის წესრიგი
1. ,,ვანის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის N 16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
მომხს.:ივანე მამფორია
2. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, გარდა პოლიტიკური თანამდებობის პირებისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს.: გიორგი ნამიჭეიშვილი
3. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N23 დადგენილების ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების მოწონების შესახებ განკარგულების პროექტის განხილვის თაობაზე;
მომხს.: მამუკა ნამიჭეიშვილი
4. „ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ დიხაშხოს N1 ქუჩისთვის (6 ჩიხის ჩათვლით) საზოგადო მოღვაწის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის „ილია II-ის“ სახელის, გარდაცვალებიდან 20 წელზე ადრე, მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვის შესახებ;
მომხს.: გიორგი ივანიაძე



