ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს კანონის, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“-ს შესაბამისად, ფუნქციონირება დაიწყო ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებამ.
სტრუქტურული ერთულის საქმიანობა მოიცავს, დაიცვას მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრები ბავშვების უფლებები, იზრუნოს მათი ოაჯხების გაძლიერებაზე და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ძალადობის პრევენციისთვის.
ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე დამტკიცებული ,ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შესაბამისად, აწარმოოს სტატისტიკა და შექმნას მონაცემთა ერთიანი ბაზა.
ბავშვის უფლებების დარღვევის გამოვლენის, ან სავარაუდო ეჭვის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომრებზე: 595 09 61 75 ; 577 60 19 74 .