ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს, დედის დღე მიულოცა და 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.
ქალბატონ სონია მსხილაძეს რამდენიმე დღეში 111 წელი შეუსრულდება. ის 5 შვილის დედა, 10 შვილიშვილისა და 11 შვილთაშვილის ბებიაა.
ვანის მერიაში მოქმედი, დღეგრძელთა დახმარების სოციალური პროგრამის თანახმად, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეებს ყოველწლიურად, ერთჯერადად საჩუქრად გადაეცემათ 1000 ლარი.
ვანის მუნიციპალიტეტის მერია, საუკეთესო სურვილებით გილოცავთ დედის დღეს!