?ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფელ მთისძირში მცხოვრებ ფერმერ ქალბატონს, ქეთევან თომეიშვილს შეხვდა, მისი მეურნეობა დაათვალიერა და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას დაპირდა.
?ემიგრაციიდან დაბრუნებლმა ქეთევანმა, 2016 წელს, სასათბურე მეუნეობა კიტრის მოყვანით დაიწყო, მან ისარგებლა შეღავათიანი აგრო კრედიტით და აგროწარმოების სახელმწიფო პროგრამით, რაც კარგად დაეხმარა მეურნეობის განვითარებაში .
? დღეისათვის, ის 2000 კვადრატულ მეტრი ფართობის მქონე სათბურს ამუშავებს და წელიწადში 20 ტონამდე კიტრის მოსავალს იღებს.
?? მას თავის სათბურებში ასევე მოჰყავს სხვა და სხვა სახის ბოსტნეული კულტურები ,წელს კი მარწყვის პირველ მოსავალსაც აიღებს.
?ქეთევან თომეიშვილის ფერმერულ მეურნეობაში 6 ადგილობრივია დასაქმებული, მან კოვიდ პანდემიის გამო თანამშრომლებს ანაზღაურებაც გაუზრდა და ერთი სათბური მთლიანად დამხმარე ქალებს აჩუქა. ამ დროისთვის ამ სათბურში ქალბატონები ქინძის მოსავალს იღებენ , მოყვანილი პროდუქტის გასაღებაში კი ისევ ქეთევანი ეხმარება მათ, სრულიად უსასყიდლოდ.
? ქეთევანის მეურნეობა 2016 წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა და სათბურების გარდა მოიცავს ღორების და ქათმების ფერმას. მას ფერმაში ჰყავს იშვიათი ჯიშის ფრინველები, მათ შორის კოლხური ხოხობიც, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრმა საჩუქრად გადასცა .