ვანის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით, სისხლის უანგარო დონაციის მასშტაბური აქცია გაიმართა.
სისხლის ბანკის სათანადოდ აღჭურვილი მობილური ჯგუფი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებსა და ააიპ დაწესებულებების წარმომადგენლებს ადგილზე მოემსახურა.
ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქციებში პერიოდულად მონაწილეობს.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, მკვეთრად არის შემცირებული დონორთა მომართვიანობა. სწორედ ამიტომ, თითოეული ადამიანის მიერ გაღებული სისხლი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მარაგების მოგროვებას, რათა არ შეიქმნას სისხლის დეფიციტი.
ყველა ჯანმრთელ,ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6 ჯერ.
? გაიღეთ სისხლი!!!
? აჩუქეთ სიცოცხლე!!!