მიმდინარე სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ დაათვალიერეს.
ამ მომენტისთვის რუსთაველის ქუჩაზე ეწყობა კიუეტები.
აღნიშნულ გზაზე მთლიანობაში დაგებულია 380 მეტრი ბეტონის გზა.
სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ჯორჯიან ბილდი. სპეციალისტების განცხადეებით რეაბილიტაციის პროცესი ვადების დაცვით,ხარისხიანად მიმდინარეობს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 76 452 ლარით ფინანსდება.