ვანის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების აღდგენის პროცესი, ინტენსიურად მიმდინარეობს.
ამ მომენტისთვის ქალაქ ვანში, ტაბიძის ქუჩაზე რეაბილიტაცია უტარდება შიდა საუბნო, საავტომობილო გზის 1 200 მ-იან მონაკვეთს .მიმდინარე სამუშაოები ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.გზის აღდგენის სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზები“, რაზედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 371 668 ლარი იხარჯება.
სპეციალისტების განცხადებით, ტაბიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.