ახალგაზრდა ვანელი სპორტსმენი შმაგი დადუნაშვილი, სამბოს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 16 სექტემბერს, შმაგი დადუნაშვილი ერევანში გამართულ სამბოს საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა,სადაც 88 კილოგრამ კატეგორიაში მოასპარეზე 4 სპოტრსმენი დაამარცხა და ღირსეულად გახდა ტურნირის პირველადგილოსანი.
ვულოცავთ შმაგის ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს, ვანის და მთელი საქართველოს სასახელოდ.