ზედავანის ადმინისტრაციულ ერთეულში, თოდუები-გურგენიძეების საუბნო-საავტომობილო გზაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციის პროცესს, ადგილზე გაეცნო ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია.
ამ მომენტისთვის მიმდინარეობს,თოდუები-გურგენიძეების საუბნო გზის დაპროფილება, რკინა- ბეტონის სანიაღვრე არხების ჩალაგება და გზის დამცავი გაბიონების მოწყობა.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ ,მუშაობის პროცესი ვადების დაცვით,ხარისხიანად მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 299 983 ლარი დაიხარჯება.