სალომინაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სანიაკიანების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გზის აღდგენის სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ ადგილზე დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება გზის 3000 მეტრიან მონაკვეთს, სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ორიენტირი.
სალომინაოში სანიკიანების საუბნო საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 586 578 ლარი დიხარჯება.