ზედავანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის ცენტრში სკვერი ეწყობა.
სამუშაოების მიმდნარეობას, დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გოჩა ჭუბაბრია ადგილზე გაეცნო.
პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რაც მოიცავს: სკვერში საფეხმავლო ბილიკების მოწყობას დეკორატიული ფილებით, ბორდიურებისა და დეკორატიული განათებების მონტაჟს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სკვერში განთვსდება ძელსკამები.
სოფელ ზედავანის ცენტრში სკვერის მოწყობისთვის, ბიუჯეტიდან 16 000 ლარი დაიხარჯება.