ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა გორაში, მაღლაკელიძე-ჭელიძე-ცირეკიძეების საუბნო-საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია.
პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ორიენტირი“, რაზედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 342 576 ლარი იხარჯება.