საქართველოს მთავრობის მიერ , ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებების შედეგად, ვანის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეთა მომართვიანობა 40 % ით გაიზარდა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი პირადად მივიდა იმუნიზაციის ცენტრში და ადგილზე გაეცნო ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას.
ექიმების განცხადებით , 8 ნოემბრის შემდეგ, განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა კოვიდ ვაქცინაზე, საპენსიო ასაკობრივ ჯგუფში.
იმუნიზაციის ცენტრში მისული მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები დამატებითი სტიმული იყო მათთვის, უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მიმართულ ვაქცინაციის პროცესში.
როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 და მეტი ასაკის საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.