სულორი-ვანის საავტომობილო გზის მე-7 , მე-8 კილომეტრზე მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობიან ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი , საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება ინტენსიურ რეჟიმში, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში, შეუფერხებლად აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა.
პარალელურად სპეციალისტები იკვლევენ სტიქიის განვითარების მიზეზებს, შესაბამისი დასკვნის შემდეგ კი დაიწყება აღნიშნული გზის, დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია.
შეგახსენებთ: გუშინ 14 თებერვალს, გამთენიისას, სულორი-ვანის საავტომობილო გზის მე-7 , მე-8 კილომეტრზე გზა დაიმეწყრა და ჩაინგრა, შემთხვევის შედეგად საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.