ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.
მიმდინარე სამუშოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ დაათვალიერეს.
პროექტი ფინანსდება საპილოტე რეგიონების , ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პალადა“.