ვანის მუნიციპალიტეტში უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული აქცია დაიწყო. სამხედრო მოქმედებების დროს დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, გაიხსნა საქველმოქმედო ანგარიში .
ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.
ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი( ვანი) – 300238800
ბანკის კოდი TRESGE22 .
გთხოვთ მიუთითოთ – უკრაინის დასახმარებლად.
ინტერნეტ ბანკით ან სხვა ნებისმიერი გადარიცხვის დროს უნდა აირჩიოთ ბიუჯეტში გადარიცხვა.