ქართული ენის დღესთან დაკავშირებით დღეს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და მართვის ცენტრის მიერ ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სადაც ვანის პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედაენის დღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.
საქართველოში დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.
ქართული ენის დღის აღნიშნვა უკავშირდება საქართველოში 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს, როცა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, რასაც ქვეყნის მოსახლეობა, ინტელიგეციასთან ერთად დაუპირისპირდა.