ვანის მუნიციპალიტეტში დღეს ლატვიის რესპუბლიკის აღმასრულებელ დირექტორთა ასოციაციის (LPIA) საბჭოს დელეგაციას, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.
დელეგაციის სტუმრობის მიზანს წარმოადგენს იმერეთისა და მხარის მუნიციპალიტეტების სამრეწველო ეკონომიკური პოტენციალის გაცნობა, როგორც ტურისტული, ასევე მისი ეკონომიკურ და სოციალურ -კულტურული შესაძლებლობების განვითარების კუთხით, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.
აღნიშნული შეხვედრისას სტუმრებმა დაათვალიერეს ვანის არქეოლოგიურ მუზემში არსებული ეროვნული საგანძური და არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური არტეფაქტები.
ასევე მოინახულეს გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი, სადაც მოგვიანებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შუამთის კულტურის სახლთან არსებულმა ხალხურმა გუნდმა, ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის მოსწავლეებმა და ასევე ვანის კულტურის, ღონისძიებათა მართვის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ საჩინომ.“