ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია ქ. ვანში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სკვერისა და მასზე განთავსებული შენობის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.
აღნიშნულ ობიექტზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე დასრულებულია შენობის გადახურვა, ასევე სრულდება სკვერის შემორაგვის პროცესი, პარალელურ რეჟიმში კი მიმდინარეობს შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თავისუფლების ქუჩაზე, სკვერის ეზოში მდებარე შენობაში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლე და ტურიზმის ცენტრი განთვსდება.
მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „იერი“ ახორციელებს.
პროექტი ფინანსდება საპილოტე რეგიონების, ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და მისი ღირებულება 1 514 062 ლარს შეადგენს.