საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2022“ ფარგლებში , ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში, წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი “ანტიგონე“.
ვანის სახალხო თეატრის მსახიობებმა, ლაშა ლომჯარიას რეჟისორობით, სცენაზე ჟან ანუის პიესა გააცოცხლეს და მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურეს.
სპექტაკლს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
წელს თეატრალური ფესტივალი მეცამეტედ იმართება, რომლის ფარგლებშიც, პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ 17 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.
სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს, გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.
ფესტივალის დახურვის ღონისძიება ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში პირველ ივლისს გაიმართება.