სასკოლო სპორტის კვირეული მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, კვირეულის ფარგლებში 28 სექტემბერს გაიმართა სასკოლო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, ვანის მუნიციპალიტეტის სსიპ საჯარო სკოლების უფროსი ასაკის გოგონებსა და ვაჟებს შორის.
ტურნირში 6 საჯარო სკოლის (ტობანიერი, შუამთა, ამაღლება, საპრასია, ინაშაური, ისრითი) 40-მდე მოსწავლე ჩაერთო. მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლახან ტრაგიკულად დაღუპული მთისძირისა და ისრითის საჯარო სკოლების მოსწავლეების ლაშა როხვაძისა და თომა ხელაძის ხსოვნას.
დაძაბული და საინტერესო შეხვედრების შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები: გოგონები: I ადგილი- ნინი ოქროპილაშვილი (საპრასია), II ადგილი- მარი ხურციძე (საპრასია), III ადგილი- ანი ნაფეტვარიძე (შუამთა), ვაჟები: I ადგილი-გიორგი რიჟამაძე (ამაღლება), II ადგილი- საბა ტყეშელაშვილი (ამაღლება), III ადგილი-საბა დვალიშვილი (ამაღლება),
ტურნირის გამარჯვებული გუნდი გახდა ამაღლების საჯარო სკოლის გუნდი.
გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და თასით დაჯილდოვდნენ.