ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში, თეატრალური წარმოდგენა – „საახალწლო ზღაპარი“ გაიმართა.
სპექტაკლი სამ სეანსად ჩატარდა და მაყურებელს საშუალება ჰქონდა,მთელი დღის მანძილზე, მისთვის სასურველ დროს ენახა საბავშვო წარმოდგენა.
ქუთაისის ნიღბების თეატრის მსახიობებმა, ვანის კულტურის ცენტრის სცენაზე, ბავშვებისთვის საყვარელი უამრავი ზღაპრის გმირი გააცოცხლეს და მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურეს.
სპექტაკლების დასრულების შემდეგ, თეატრის მსახიობებმა ქალაქის ცენტრში გადაინაცვლეს, სადაც მუსიკალური პერფორმანსის თანხლებით, საზეიმოდ აენთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია მერიის კულტურის სამსახურმა.