ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის მოადგილემ ვლადიმერ ხელაძემ, მზრუნველობა მოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის სოციალური პროგრამის ფარგლებში, შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცა.
სადღესასწაულო დღეებში ტრადიციადაა ქცეული,სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებულად შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
ვანის მერი პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს ოჯახებში ესტუმრა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და პირადად მიართვა სადღესასწაულო ნობათი.