სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, დღეს გადიდის და ტობანიერის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
გადიდსა და ონჯოხეთში ,ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით რეაბილიტაცია ჩაუტარდება გადიდი – ონჯოხეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას.
ტობანიერში, მეფარიშვილების უბანში მოეწყობა ბეტონის გზა და გარე განათება.
კუშუბოურში, ბურკაძეები-სოსელიების საუბნო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი,ასევე მიქელეფონში, ბელთაძეების უბანში ადგილობრივების გადაწყვეტილებით დაიგება ბეტონის გზა.
ტობანიერი – ზედა ეწერის დამაკავშირებელ გზაზე, აჭარლების უბანში, მოსახლეობამ მხარი დაუჭირა საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის პროექტს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება და მოიცავს ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს.
შეხვერდების დროისა და ადგილის შესახებ მოსახლეობას წინასწარ ეცნობება მერის წარმომადგენლების მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.