ბზვანის ადმინისტრაციულ ერთულში სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი.
ადგილზე იმყოფებიან მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
გასული დღეების მანძილზე , ვანის მუნიციპალიტეტში დიდითოვლობისა და ძლიერი წვიმების გამო სოფელ ბზვანში სანიაღვრე არხები გაიჭედა, წყალი გადმოვიდა და დატბორა მიმდებარე ტერიტორიები.
დილიდან ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.