ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, კომპიუტერები გადაეცათ.
დაჯილოდოების ცერემონიალს ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი,საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ივანე კორძაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები დაესწრნენ, რომლებმაც პირადად გადასცეს წარჩინებულ მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები.
პროგრამა სახელწოდებით – „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ხორციელდება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, რომლის ერთ-ერთი ქვეპროგრამაა საქართველოს საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული წარჩინებული მოსწავლეების პორტაბელური კომპიუტერებით უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ასრულებენ საბაზისო საფეხურს და საფეხურის ნიშანი აქვთ 10 (ათი) ქულა დამრგვალების გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დღეს 20 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა პორტაბელური კომპიუტერი.
ქ.ვანის #1 საჯარო სკოლა: მარიამ დვალიშვილი , ნატალი ჩახუნაშვილი.
ქ.ვანის #2 საჯარო სკოლა: ნინიკო მახარეიშვილი, მარიამ მჟავია, მათე ფუტკარაძე.
სოფელ ამაღლების საჯარო სკოლა: გიორგი მესხი, ლაშა რიჟამაძე.
სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლა: მარიამ მებურიშვილი.
სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა: ლიკა მამულაძე, ნანა მამულაძე.
სოფელ ისრითის საჯარო სკოლა: თამარ კაპატაძე, ლიზი ბარაქაძე, მარიამ ბუაძე, გივი ერემეიშვილი.
სოფელ ბზვანის საჯარო სკოლა: კლავდია სურგულაძე .
სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლა: ანდრო ბიბიჩაძე, ნინო ბაღდავაძე.
სოფელ ციხესულორის საჯარო სკოლა: ლუკა ხავთასი.
სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლა: ანი ადეიშვილი,თეკლა თვალაბეიშვილი.