ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში, სკოლიდან-ხურციძეების უბნის მიმართულებით არსებულ გზაზე ასფალტის საფარი იგება.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია გზის აღდგენის სამუშაოებს ადგილზე გაეცვნენ.
გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან ბილდი“.
სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული გზის აღდგენის პროცესი ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.