ვანის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე გოგორიშვილი, მოადგილეებთან და ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ, მეუფე ანტონთან ერთად ჯვრის კურთხევას დაესწრო.
ჯვარი, რომელიც ვანის ცენტრალურ მოედანზე იყო რესტავრირდა და სათანადოდ მოწყობილ კვარცხლბეკზე აღიმართა; მეუფის მიერ ჩატარდა ჯვრის კურთხევის რიტუალი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა და მრევლი დაესწრო.
ახალ ლოკაციაზე ჯვარი თითქმის მთელი ქალაქიდან ჩანს.