სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – შპს „საქართველოს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ვანის
მუნიციპალიტეტის საკანალიზაციო სისტემის, ჩამდინარე წყლების
გამწმენდი ნაგებობისა და მის გასწვრივ ნაპირსამაგრი ნაგებობის
მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საკანალიზაციო სისტემის, ჩამდინარე წყლების
გამწმენდი ნაგებობისა და ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანია“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ვანის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების
ცენტრი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2023 წლის 21 სექტემბერი, 14:00 საათი, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების
წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ- ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).