ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია სოფელ სულორში, დავითაშვილების უბანში, შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარის დაგება. აღნიშნული უბანი მჭიდროდ დასახლებულია და დაახლოებით 40-მდე ოჯახი უკვე შეძლებს სრულიად რეაბილიტირებული გზით სარგებლობას და კომფორტულად გადაადგილებას.
სამუშაოებს შპს „მიმდემი“ ახორციელებს და დაფინანსებულია „რეგიონალური განვითარების ფონდის“ მიერ. პროექტის ჯამური ღირებულება 317 966 ლარია და გაწერილი ვადების შესაბამისად მიმდინარეობს