ვანის ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთო ნაძვის ხე. ახალი წლის მთავარი სიმბოლო ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, აქ მოსულ ბავშვებთან ერთად აანთო. ჩაირთო საახალწლო გარე განათებები და ინსტალაციები. მერმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა შეკრებილ საზოგადოებას.
გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობაც ადგილობრივმა შემსრულებლებმა ქრისტინე ხურციძემ, გუჯი ძაგნიძემ და ნიკა მეფარიძემ მიიღეს.