
ვანის მუნიციპალიტეტში 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები გაიმართება


12:00 საათი – გაგა ტყემალაძის სახელობის სკვერში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ვანელი გმირი ჯარისკაცების მემორიალის შემკობა გვირგვინით, მხატვრულ-ლიტერატურული პერფორმანსი ვანის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით;

12:30 საათი – მინი-ფეხბურთის ტურნირი ვანის საჯარო და კერძო სკოლებს შორის.

ვანის სასპორტო სკოლის მინი-ფეხბურთის სტადიონი;
13:00 საათი – საზეიმო კონცერტი ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით;

12:00 – 14:00 საათი-

სამახსოვრო ფოტო ზონა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად;

ვანის ტურიზმის ცენტრის საგამოფენო სივრცე. პატარა სტუმრებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები.