2024 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის ვადებისა და მოსაზრებების წარმოდგენის შესახებ
იხილეთ და ჩამოტვირთეთ დანთართული დოკუმენტაცია PDF ფორმატში ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:
- 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი; დანართი N1
- ვანის მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტის დანართი, 2024 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები
- ვანის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი
- მოქალაქეთა მიერ მოსაზრებების წარმოდგენის ვადა: 2023 წლის 21 ნოემბრის 12 საათამდე;
სხდომების განრიგი:
ორშაბათი, 20 ნოემბერი:
- 15 საათი: ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა;
- 15 საათი: ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს სხდომა;
სამშაბათი, 21 ნოემბერი:
- 13 საათი: ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა;
- 14 საათი: ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა;
- 15 საათი: ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის სხდომა;
ოთხშაბათი, 22 ნოემბერი:
- 13 საათი: ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა;
- 15 საათი: ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა;
პარასკევი, 24 ნოემბერი:
- 14 საათი: ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა;
- 15 საათი: ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა;
მოქალაქეებს მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ წერილობით შემდეგ მისამართზე:
ქ. ვანი, თავისუფლების ქუჩა N65, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა; მესამე სართული, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ან ელექტრონულად მისამართზე: vani.mun@gmail.com; vani.sakrebulo@gov.ge
სხდომები გაიმართება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში;
მისამართი: ქ. ვანი, თავისუფლების ქუჩა N65, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული