დედის დღესთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ოჯახებს ესტუმრნენ. დედის დღე მიულოცეს გმირი ვაჟკაცების დედებს და ყვავილები და საჩუქრები გადასცეს მათ.
ჩვენი ქვეყნის ისტორია სავსეა თავდადების, გმირობისა და გამძლეობის მაგალითებით. ყველა დედას ვუსურვებთ მშვიდობას, სიხარულს, სამშობლოს ერთგული და საამაყო შვილების აღზრდას, ბედნიერ დედობას. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!